დღეს ჟიული შარტავას 71 წელი შეუსრულდებოდა

 



7 მარტს საქართველოს ეროვნულ გმირს, აფხაზეთის ომის პერიოდში ავტონომიური რესპუბლიკის თავდაცვისა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეს, ჟიული შარტავას 71 წელი შეუსრულდებოდა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ, ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის წევრებმა, აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინებით შეამკეს.

ჟიული შარტავას დამ, ცისანა შარტავამ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც წლების მანძილზე პატივს მიაგებს ჟიული შარტავასა და სამშობლოსათვის თავგანწირული გმირების ხსოვნას.
ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions