აფხაზეთის მთავრობის წევრებმა და უმაღლესი საბჭოს დეპუტაციამ გვირგვინით შეამკეს დაღუპულ გმირთა მემორიალი
1992 წლის 14 აგვისტოს აფხაზეთში რუსეთის მიერ ინსპირირებული საომარი მოქმედებების დაწყების დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს დეპუტაციამ, ომის ვეტერანებმა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლება ყვავილების გვირგვინით შეამკეს საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი.