წარმატებული პროექტი

 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს, აფხაზეთის ა.რ.მთავრობის, ქალაქ თბილისის მერიისა და საკრებულოს მხარდაჭერით და აფხაზეთის ა.რ. განათლებისა და კულტურის სამინისტროს ინიციატივით 14 აპრილიდან აფხაზეთის საჯარო სკოლებში ჩატარდა დედაენის დღისადმი მიძღვნილი სასწავლო საგანმანათლებლო შემოქმედებითი კვირეული ეგიდით: “ენა დედაა ერისა,“ რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის საჯარო სკოლების აღსაზრდელებმა, პედაგოგებმა, კომპაქტურად ჩასახლებულმა შემოქმედმა მოზარდებმა და უნივერსიტეტის სტუდენტებმა.


აღნიშნული პროექტის მიზანი იყო მომავალი ორი თაობის სულიერებისა და ეროვნული თვითშეგნების განვითარება. ქართული ენის სიწმინდისათვის აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების აქტივირება  და მათი შემოქმედებითი ჩვევების განვითარება.

პროექტის ძირითადი პოზიტივი იყო, ჩვენი მომავალი თაობის მიერ ილიას სიტყვების „მამული ენა სარწმუნოება“  გათვალისწინებისა და წინაპართა მიერ ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერებისათვის გაწეული ღვაწლის დაფასება.

ღონისძიების საპატიო სტუმრები იყვნენ აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენლები, ომის ვეტერანები, ქ.თბილისში მცხოვრები აფხაზი მრავალშვილიანი დედები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კვირეულში ჩართული შემოქმედებითი მოზარდები აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ქების სიგელებითა და ჟურნალ „რიწის“ სპეციალური ნომრით დაჯილდოვდნენ.

პროექტის წარმატებულად განხორციელებისათვის აფხაზეთის ხელისუფლების წარმომადგენელთა განსაკუთრებული მადლობა დაიმსახურა ღონისძიების უშუალო კოორდინატორმა,  აფხაზეთის ა/რ განათლებისა და კულტურის სამინისტროს სახელოვნებო განყოფილების წარმომადგენელმა  ნონა ბერაიამ.
















































































 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions