სტომატოლოგიური კლინიკა დევნილთათვის შეღავათიან მომსახურებას ახორციელებს

 

3 მაისს გურამიშვილის ქუჩაზე, №7-ში სტომატოლოგიური კილინიკის - ”32 დენტი”-ს პრეზენტაცია შედგა. პრეზენტაციაზე უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები მიიწვიეს.

 

კლინიკის მფლობელი და მმართველი აფხაზეთიდან დევნილი ლანა ლაცუზბაია გახლავთ. კლინიკა აღჭურვილია საერთაშორისო სტანდარტების სამედიცინო აპარატურით, დაკომპლექტებულია მაღალი დონის პროფესიონალებით, მათ შორის აფხაზეთიდან დევნილი სპეციალისტებით, ასევე არის სასიამოვნო გარემო და შესანიშნავი ინტერიერიც, რაც  პაციენტის  უსაფრთხო და კომფორტულ მომსახურებას უზრუნველყოფს.

 

როგორც კლინიკის მფლობელმა ლ.ლაცუზბაიამ განაცხადა, კლინიკა ”32 დენტი”  უკვე ორი წელია მის დაქვემდებარებაში ფუნქციონირებს და ყოველგვარი ვალდებულების გარეშე, საკუთარი ინიციატივით, სხვადასხვა სახის  შეღავათებით ემსახურება აფხაზეთიდან დევნილებს: - თავდაპირველად ჩემიზანი გახლდათ პაციენტებისთვის სასიამოვნო გარემოში სრული სტომატოლოგიური სერვისიშეთავაზება. დევნილ თანამემამულეებს, ცხადია, შეღავათებით მოვემსახურეთ, რის შემდეგაც ეს პერიოდული აქციის ფორმატში ჩავსვით, მაგალითად, იანვრიდან-ივნისის ჩათვლით, ყველა დევნილი სტომატოლოგიური მომსახურების ფართო სპექტრს მიიღებს მინიმალურ ფასებში, მათ შორის ისეთს, რომელიც არ იფარება დაზღვევით. ეს დაახლოებით დღეისათვის არსებული ღირებულების 70%-ანი ფასდაკლება გახლავთ. ასევე 50%-ან ფასდაკლებას მიიღებენ ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრები პედაგოგები, განურჩევლად ეროვნებისა. უფრო დეტალური ინფორმაციის მისაღებად მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ კლინიკას: 260 42 320; 598 26 00 79; 598 43 23 82 ტელეფონის ნომრებზე.


ჩემი პრიორიტეტი გახლავთ დევნილების სრულიად უფასოდ მომსახურება, მაგრამ ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია თანადგომის გარეშე. იმედი მაქვს, აფხაზეთის ხელისუფლებასთან თანამშრომლობის საფუძველზე მოვახერხებთ დევნილი პაციენტების გაზრდილი კონტინგენტის მაქსიმალურად კომფორტულ მომსახურებას”.


ნუნუკა ჯობავა, კილინიკის თერაპევტი- ქირურგი: ”მეც აფხაზეთიდან გახლავართ და ცხადია, სიამოვნებით ვემსახურები ჩემს თანამემამულეებს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ არა მარტო ჩვენ, დევნილ ექიმებს, მთლიანად კლინიკას, ყველა სამედიცინო პერსონალს აქვს ასეთი განწყობა და მომავალშიც მზად ვართ მეტი დატვირთვის, თუ რა თქმა უნდა, ცოტა ხელშეწყობაც გვექნება”.


კლინიკის პრეზენტაციას დაესწრნენ აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ელგუჯა გვაზავა, მოადგილეები დავით გვაძაბია, ჯემალ გამახარია, დეპუტატები რაისა ქარაია, თამაზ ხუბუა, თემურ მჟავია.

 

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ელგუჯა გვაზავამ კლინიკას პროფესიულ საქმიანობაში  წარმატებული მომავალი უსურვა და აღნიშნა, რომ ”მსგავსი ტიპის მაღალი დონის კლინიკის ფუნქციონირება ყოველთვის სასიხარულოა, მით უფრო, თუ იქ დევნილთა შეღავათიანი მომსახურება დევიზად იქცა.  ბუნებრივია, ჩვენც შევეცდებით ჩვენს ხელთ არსებული ყველა საშუალებით გვერდით დავუდგეთ და დავეხმაროთ  ამის განხორციელებაში”.




















































ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions