აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე თამაზ ხუბუას განცხადება


აფხაზეთის ტერიტორიაზე  ამჟამად მცხოვრები თითოეული მოქალაქე, რიგითი თუ სეპარატისტული  ადმინისტრაციის მოხელე,  ავტონომიური რესპუბლიკის  დამოუკიდებლობის აღიარების  მეორი წლისთავზე აბსოლუტური სიცხადით აღიქვამს  ასეთი ”აღიარების” ჭეშმარიტ მნიშვნელობას, ამ პოლიტიკური ფარსის შორსმიმავალი მიზნების  პირველად დამღუპველ გამოვლინებებს აფხაზი ეთნოსის თვითიდენტურობის  შენარჩუნების საფრთხეებთან  მიმართებაში.

მართალია რუსეთის საოკუპაციო  და დეფაქტო ხელისუფლების  სადამსჯელო  რეჟიმის  შიშით დათრგუნული მოსახლეობა  აღნიშნულ განწყობას ღიად ვერ გამოხატავს, მაგრამ ამის მიუხედავად რეგიონის  მოსალოდნელი სავალალო  პერსპექტივით  უკმაყოფილოთა რიცხვი  ყოველდღიურად  იზრდება. 


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე

თამაზ ხუბუა

26. 08. 2010 წ.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions