8 აგვისტოს, ოკუპაციის ხაზზე სოფელ ყარაფილაში დევიზით ”ძალა ერთობაშია” მორიგი მშვიდობიანი აქცია გაიმართა. აქციის მიზანს ადგილობრივი მოსახლეობის მხარდაჭერა, რუსეთის მცოცავი ანექსიის გაპროტესტება და ამ საკითხის მოგვარებაში საერთაშორისო თანამეგობრობის მეტი ჩართულობა წარმოადგენდა.
აქციაში საზოგადოების და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის წევრებმა.