გერმანიის საელჩო - გერმანიის მთავრობა ე.წ. აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიუროს ბერლინში არ განიხილავს ოფიციალურ წარმომადგებლობად

 

გერმანიის საელჩო საქართველოში ბერლინში ოკუპირებული აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენლობის გახსნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას "ნიუპოსტთან" გამოეხმაურა.

 

როგორც საეჩოში აღნიშნავენ, გერმანიის მთავრობა არ განიხილავს ე.წ. "აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიუროს ბერლინში" ოფიციალურ წარმომადგენლობად.

 

"გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობისთვის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი განხილვას არ ექვემდებარება. იგი უდრეკად დგას საქართველოს გვერდით. აქედან გამომდინარე გერმანიის მთავრობა არ განიხილავს ე.წ. "აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიუროს ბერლინში" ოფიციალურ წარმომადგენლობად"- აცხადებენ გერმანიის საელჩოში.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions