დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა

დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 24 წელი გავიდა. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებგმირთა მოედანზე შეიკრიბნენ და  წუთიერი დუმილით  კიდევ ერთხელ მიაგეს პატივი აფხაზეთის ომში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას. ვაკის და ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე  ყვავილების გვირგვინებით შეამკეს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას,  სახალხო გენერლის გენო ადამიას და სხვათა გმირთა საფლავები.


სამხედრო დაპირისპირება, რომელიც 1992 წელს გაჩაღდა  აფხაზეთში  გარეშე  ძალების წაქეზებით, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1993 წლის 27 სექტემბერს  სოხუმის დაცემით დასრულდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს, ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია, მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და ყველა მათგანი დახვრიტეს. ამ კონფლიქტს  16 ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, 300 000  - დევნილად იქცა.


უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ელგუჯა გვაზავას თქმით: “ამ ტრაგიკული ტკივილის განელება ყოვლად დაუშვებელია, აფხაზეთის ყოველდღე ახალი ტკივილით უნდა გვტკიოდეს მანამ, სანამ არ დავიბრუნებთ.....  ეს არ არის ჭრილობის განახლება, პირიქით, ეს არის ერთგვარი ნუგეში, ეს არის თანაგრძნობა და თანადგომა, ეს არის მადლობა იმ დაღუპულ გმირთა ოჯახის წევრთათვის,  რომლებაც საქართველოს მთლიანობას შვილები შეწირეს“.


ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions