უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის გაფართოებული სხდომა გაიმართა

2017 წლის 28 სექტემბერს გაიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის გაფართოებული სხდომა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე ბატონი ანზორ წოწონავა უძღვებოდა.

 

სხდომამ მოისმინა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მოწვეული სპეციალისტის გია წუწუნავას  ინფორმაცია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიის 2017 წლის 8 სექტემბრის გადაწყვეტილების შესახებ, რომლის ძალითაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განსახილველად არ მიიღო სარჩელი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომელიც სადავოდ ხდიდა „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლესი ორგანოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 24 თებერვლის №662-IIს დადგენილებას, „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილების ვადის გაგრძელების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 25 დეკემბრის №543-რს დადგენილების სიტყვებს - „გაუგრძელდეს უფლებამოსილების ვადა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს აფხაზეთში საქართველოს იურისდიქციის ფაქტობრივ აღდგენამდე“ და „აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობაში აფხაზეთიდან არჩეული საქართველოს პარლამენტის წევრების შეყვანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 14 ივნისის №759-IIს დადგენილებას.

ბატონმა გ.წუწუნავამ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა კომისიას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მე––2 კოლეგიის გადაწყვეტილების შესახებ.

საკონსტიტუციო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიამ განიხილა აგრეთვე საკითხი აფხაზეთში გენოციდისა და ეთნოწმენდის მსხვერპლთა ხსოვნის დღის – 5 ოქტომბრის–სათანადო დონეზე აღნიშვნის შესახებ.

მიღებული გადაწყვეტილება, რომ აფხაზეთის მთავრობასთან ერთად, საპატრიარქოსთან და საეპარქიო მღვდელმთავრებთან შეთანხმებით, 5 ოქტომბერს მოეწყოს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პარაკლისი ყველა იმ ქალაქსა და რაიონში, სადაც აფხაზეთიდან დევნილები კომპაქტურად არიან ჩასახლებულები.

ბეჭდვა
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions