შეხვედრა აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად

1992-1993 წლებში აფხაზეთში მიმდინარე საომარი მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფას მიეძღვნა 2017 წლის 1 ოქტომბერს, ქ. ზესტაფონში გამართული შეხვედრა. შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დავით გვაძაბია, უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ერთიანი საქართველო“-ს თავმჯდომარე რაისა ქარაია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრი დიმიტრი ჯაიანი, სტუმრები ქუთაისიდან, ადგილობრივი და იმერეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი ვასილ გველესიანი, ასევე ზესტაფონში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილები ესწრებდნენ. ღონისძიება დაგეგმა და ორგანიზება გაუწია ზესტაფონის ქალთა ორგანიზაციამ, მისი ხელმძღვანელის აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონის ციალა ნებიერიძის ინიციატივით და ადგილობრივი საზოგადოების მხარდაჭერით.


დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბნლიკის ხელისუფლების მესვეურებმა. მათ მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს სამშობლოსათვის დაღუპულთა ხსოვნის უკვდავყოფისათვის, დევნილთა მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისა და სითბოსათვის. სიტყვით გამოსულებმა გამოთქვეს რწმენა, რომ დადგება დრო, როცა სამსობლოსათვის თავგანწირულ გმირებს პატივს სოხუმში მიაგებენ.

 

 

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions