აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „მრგავლი მაგიდა- ერთიანი საქართველოსთვის“ განცხადება

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ „მრგვალი მაგიდა- ერთიანი საქართველოსთვის“ 2018 წლის 15 იანვარს დაიწყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრათა ციკლი აფხაზეთის მთავრობის ქვემდებარე სტრუქტურებში.

 

პირველ ეტაპზე შეხვედრები გაიმართა ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროში, სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტში, ასევე საინფორმაციო უზრუნველყოფის ცენტრში, რომლებსაც  ესწრებოდნენ უწყებათა ხელმძღვანელები და აპარატთა წევრები. ფრაქციის მიზნებისა და პოლიტიკური პლატფორმის გაცნობის შემდეგ მოხდა მოსაზრებათა გაცვლა კოორდინირებული და ეფექტიანი თანამშრომლობის კონკრეტულ გეგმებთან დაკავშირებით.

შეხვედრების ინიციატორები იყვნენ და მასში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს ფრაქციის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ მებონია და ფრაქციის თავმჯდომარის თანაშემწე მაია ჯახაია.

შეხვედრათა შემდეგი ეტაპი დაგეგმილია უახლოეს მომავალში, რასაც ფრაქცია დააანონსებს.

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions