აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციის „მრგვალი მაგიდა-ერთიანი საქართველოსთვის“ პრეს-რელიზი

 

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციამ „მრგვალი მაგიდა–ერთიანი საქართველოსთვის“ 2018 წლის 17 იანვარს ჩაატარა მორიგი გასვლითი გაცნობითი სახის ორი შეხვედრა  აფხაზეთის ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის მთავრობის  სამინისტროში და აფხაზეთის გაერთიანებული პროფკავშირების გამგეობაში.  


ნდობის აღდგენისა და შერიგების სამინსტროს აპარატთან შეხვედრისას ფრაქციის პოლიტიკური პლატფორმის გაცნობის შემდეგ, რომლის ძირითადი მიმართულებები სწორედ სამინისტროს სპეციფიკის პირდაპირპროპორციულია ოკუპირებული აფხაზეთის საზოგადოებასთან ნდობის აღდგენის, შერიგების, იგპ–თა სამოქალაქო ინტეგრაციის, რეგიონული მმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის საკითხებში, დაისვა საკმაოდ მწვავე და არსებითი კითხვები, რომელთაც ფრაქციის თავმჯდომარემ, ბატონმა თამაზ ხუბუამ  ამომწურავი პასუხები გასცა. სამინისტროს აპარატმა  და  გაერთიანებული პროფკავშირების გამგეობამ თავის მხრივ მზაობა გამოხატეს ფრაქციასთან საქმიანი თანამშრომლობისათვის.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აპარატის აღმასრულებელ სტრუქტურებთან და არასამთავრობო სექტორთან ურთიერთობის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსი ზურაბ მებონია და ფრაქციის თავმჯდომარის თანაშემწე მაია ჯახაია.

 

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions