აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებმა ჟიული შარტავას საფლავი გვირგვინით შეამკეს

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა, ავტონომიური რესპუბლიკის სტრუქტურების თანამშრომლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ეროვნული გმირის, ჭეშმარიტი მამულიშვილისა და უბადლო პატრიოტის ჟიული შარტავას  ხსოვნას და ყვავილების გვირგვინით შეამკეს საფლავი.

7 მარტი საქართველოს ეროვნულ გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღეა.  წელს მას 74 წელი შეუსრულდებოდა.

 

საქვეყნოდ ცნობილია, რომ ჩვენი სამშობლოსთვის უმძიმეს ჟამს - აფხაზეთის ომის დროს,  ჟიული შარტავა  აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელის რანგში პოლიტიკური გზებითა თუ იმ დროისთვის  არსებული სხვა შესაძლებლობებით  ცდილობდა შეეჩერებინა ძმათამკვლელი ომი და აფხაზეთში მშვიდობა დაემყარებინა.  სამწუხაროდ, მოვლენები სულ სხვაგვარად წარიმართა.....

 

27 სექტემბერს ყველასგან განწირული სოხუმი დაეცა...

 

ტრაგიკულმა 27 სექტემბერმა   შეიწირა ჟიული შარტავა და მისი თანამებრძოლები - ისინი სეპარატსტებს და შეიარაღებულ ბოევიკებს  პირისპირ შეხვდნენ. მოწინააღმდეგემ მუხანათურად გამოასალმა სიცოცხლეს ტყვედ აყვანილი მთავრობის თავმჯდომარე და მისი თანმხლები პირები - მთავრობისა და დაცვის წევრები.

 

სახელმწიფომ ღირსეულად დააფასა სამშობლოსათვის თავდადებული მამულიშვილის ღვაწლი. 2004 წელს, ჟიული შარტავას, პირველს, მიენიჭა საქართველოს ეროვნული გმირის წოდება. დაჯილდოებულია „წმინდა გიორგის’’ ოქროს და „ვახტანგ გორგასლის“ პირველი ხარისხის ორდენებით.

 

ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions