მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ“


2018 წლის 25 აპრილს საქართველოს გაერთიანებული პროფესიული კავშირების საკონფერენციო დარბაზში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ფრაქციების  „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსთვის“, „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“ და დეოკუპაციის, საერთაშორისო ურთიერთობების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომისიის ერთობლივი ინიციატივით მოეწყო მრგვალი მაგიდა თემაზე: ,,რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების დარღვევის შესახებ“.

 

ძირითადი მოხსენება წარმოადგინა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ბატონმა ჯემალ გამახარიამ.

თემის გარშემო გამართულ დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ცენტრალური და აფხაზეთიდან დევნილი სახელისუფლებო ორგანოების, აფხაზეთის პროფკავშირების, საზოგადოებრივი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ისტორიკოსმა და იურისტმა მეცნიერებმა, კონფლიქტოლოგებმა  და  პოლიტოლოგებმა.

მრგვალი მაგიდის მონაწილეებმა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მიიღეს წინადადებები და რეკომენდაციები, რომლებიც შესაბამისი ანალიტიკური დამუშავების შემდეგ წარედგინებათ საქართველოს ცენტრალურ და აფხაზეთის დევნილ სახელისუფლებო ორგანოებს.








































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions