სხდომაზე კვლავინდებურად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ აფხაზეთის აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურებში გამოცხადებული რეორგანიზაციისა და ოპტომიზაციის მიმდინარეობის შესახებ იმსჯელეს.
უმაღლესი საბჭოს წინაშე ინფორმაციით ამჯერად აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრი იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში დავით ფაცაცია წარსდგა. მან ვრცლად ისაუბრა მისდამი დაქვემდებარებულ უწყებაში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ. მისი განმარტებით გარკვეული რაოდენობის თანამშრომელთა სამსახურიდან დათხოვნა მოხდა, თუმცა მათი დიდი ნაწილი სხვადასხვა პროექტში დასაქმდება, რომლებსაც სამინისტრო განახორციელებს. გარდა ამისა, მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რესტიტუციის საკითხებზე. ამ მიმართულებით სამინისტროს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. ცენტრალური ხელისუფლების შესაბამის უწყებებთან მიმდინარე კონსულტაციებზე და სხვა.
აფხაზეთის აღმასრულებელ ხელისუფლებაში, კერძოდ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის სამინისტროში მიმდინარე ოპტიმიზაცია-რეორგანიზაციასთან დაკავშირებით თავისი წინადადებები გამოთქვეს აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამაზ ხუბუამ, მოადგილემ დავით გვაძაბიამ, ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი გასვიანმა, მოადგილემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, ფრაქცია ”ახალი აფხაზეთი - სამართლიანობა”-ს თავმჯდომარემ რაისა ქარაიამ, უმაღლესი საბჭოს წევრმა ელგუჯა გვაზავამ.
უმაღლესი საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებმა რეორგანიზაცია განახორციელონ საჯარო მმართველობის რეფორმასთან მიმართებაში საქართველოს 2021-2024 წლების სამთავრობო პროგრამის გათვალისწინებით. რადგანაც სამთავრობო პროგრამის ძირითად მიზნნად გამოცხადებულია პანდემიით შექმნილი კრიზისის დაძლევა, ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და განვითარება და თითოეული მოქალაქისათვის სტაბილური და უსაფრთხო გარემოს შექმნა.
უმაღლესი საბჭოს წევრებმა კვლავ გამოთქვეს მზადყოფნა მთავრობის შესაბამის უწყებებთან ერთად იმუშაონ რეფორმის სრულყოფილად და ეფექტიანად განსახორციელებლად.
ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დაასრულა მოსმენები აფხაზეთის აღმასრულებელ უწყებებში მიმდინარე რეორგანიზაციის შესახებ.
სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებათა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი გასვიანი.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.