15 მარტს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტან ყოლბაია.
კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:
1.„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, საქართველოს ორგანული კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირების შესახებ.
2.„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ “საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირების შესახებ.
3.აფხაზეთის ავტონიმიურინ რესპუბლიკის მთაავრობის ინიციატივა „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ “ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტში ინიცირების შესახებ.
4.აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომებსა და კომიტეტის სხდომებზე დასწრების მონაცემები.
პირველ ორ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტმა რეკომენდაცია გაუწია ინიცირებული წინადადებების პლენარულ სხდომაზე განხილვას, ამასთან ერთად:
დღის წესრიგის პირველ საკითხთან დაკავშირებით კომიტეტის წევრებმა დასვეს საკითხი, რომ „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ მოქმედი კანონის მე-17 მუხლში შეტანილი იქნას ცვლილება: დაემატოს მე-2 მუხლი გარდამავალი დებულების სახით და მუხლი მთლიანობაში ჩამოყალიბდეს შემდეგნაირად: “1. საქართველოს პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა საგამონაკლისო წესით შეიძლება მიანიჭოს სხვა ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც საქართველოს წინაშე განსაკუთრებული დამსახურება აქვს ან რომლისთვისაც საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარეობს, აგრეთვე:
2. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ან ამ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირს;
ეთხოვოს პარლამენტში საკითხის მომხსენებელს, სკომიტეში მოსმენების დროს დასვას აღნიშნული საკითხი.
მესამე საკითხს სიმბოლიკასთან დაკავშირებით კომიტეტმა მხარი დაუჭირა აფხაზეთის მთავრობის მიერ ინიცირებულ წინადადებას.
მეოთხე საკითხთან დაკავშირებით მოისმინეს უმაღლესი საბჭოს აპარატისა და უმაღლესი საბჭოს კომიტეტების მიერ წარდგენილი ინფორმაციები პლენარულ სხდომებსა და კომიტეტის სხდომებზე დეპუტატთა დასწრების მდგომარეობის შესახებ.
გამოითქვა რიგი მოსაზრებები რეგლამენტში ცვლილების შეტანის თაობაზე.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ კომიტეტის წევრები რაისა ქარაია, ანზორ წოწონავა, როსტომ შამუგია, მურმან კვარაცხელია და ნაპოლეონ მესხია (ონლაინ რეჟიმში).