საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა ჩატარდა

26 დეკემბერს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე მურმან კვარაცხელია.


კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტი.


კომიტეტის თავმჯდომარემ, მურმან კვარაცხელიამ კომიტეტის წევრებსა და მოწვეულ სტუმრებს გააცნო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის ბიუჯეტის პარამეტრები და მოსალოდნელი ტენდენციები.


კომიტეტის თავმჯდომარემ ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით სიტყვა გადასცა აფხაზეთის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილეს რაულ წულაიას.


„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2023 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტზე თავისი დასკვნა წარმოადგინა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში ნოე ქაშიბაძემ.


სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, უმაღლესი საბჭოს სოციალურ-ეკონომიკურ საკითხთა, ჯანმრთელობის დაცვისა და დევნილთა საქმეების კომიტეტის თავმჯდომარე რუდიკ ცატავა, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, უმაღლესი საბჭოს წევრები ზურაბ ჯგუბურია, თეიმურაზ მჟავია, თემურ კალანდია, ვახტანგ კაჭარავა.


მოხსენებების მოსმენის შემდეგ დეპუტატების მხრიდან დაისვა შეკითხვები, რაზეც ორივე მომხსენებელმა დეტალურად უპასუხა. წინადადებებისა და შენიშვნების მოსმენის შემდეგ, კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება საკითხი განსახილველად გადაეცეს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმს.


სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში წარიმართა.








































































































































































































ბეჭდვა
თავმჯდომარე
 Copyright 2010 All rights reserved
developed by websolutions