8 მაისს,
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის სხდომათა
დარბაზში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის — „აფხაზეთი საქართველოა“ მესამე, დასკვნითი
ეტაპი გაიმართა.
კონფერენცია
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და
ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსმა, ნანა კვარაცხელიამ გახსნა. მონაწილეებს
სიტყვით მიესალმა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია. მან ხაზი გაუსვა ამ
დღის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ კონფერენცია ნანა კვარაცხელიას ინიციატივით დაიგეგმა,
ხოლო მონაწილეობის მსურველთა სიმრავლის გამო, პროექტი სამ ეტაპად დაიყო. გამოსვლისას
ჯემალ გამახარიამ ვრცლად ისაუბრა კონფერენციის სახელმწიფოებრივ და საგანმანათლებლო
დანიშნულებაზე.
პროექტი,
რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდა თაობაში აფხაზეთის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა
და ისტორიული სიმართლის პოპულარიზაციას, რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. კონფერენციის პირველი ეტაპი 24 აპრილს
თბილისში დაიწყო, ხოლო მეორე ეტაპი
1 მაისს ფოთში, აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის №21 საჯარო სკოლაში გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ უფროსკლასელები და პედაგოგები
საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიდან. დასკვნით
ღონისძიებაზე მომხსენებლებმა წარმოადგინეს სიღრმისეული ნაშრომები აფხაზეთის ისტორიის,
კულტურული მემკვიდრეობისა და რეგიონის მომავლის ხედვის შესახებ. ჯამში
მოსმენილ იქნა 11 მოხსენება. წარმოდგენილი ნაშრომები მრავალფეროვანი
და კომპლექსური თემატიკით გამოირჩეოდა: მომხსენებლებმა დეტალურად განიხილეს აფხაზეთის
გეოგრაფია, ისტორია, კულტურა და ფოლკლორი, ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს
საერთაშორისო თანამეგობრობის ხედვას თემაზე - „აფხაზეთი საქართველოა“ და მშვიდობისთვის
ბრძოლის მნიშვნელობას. ნაშრომებში სათანადო ადგილი დაეთმო ოკუპირებულ აფხაზეთში არსებულ
სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას, ადამიანის უფლებების დარღვევებს, მათ შორის განათლების
სფეროში, დევნილთა დღევანდელ ყოფას და განათლებას,
როგორც უმთავრეს ხიდს რეგიონის მშვიდობიანი დაბრუნების პერსპექტივაში. სიმბოლური იყო
ისტორიული პარალელებიც, სადაც კოტე აფხაზის მოღვაწეობა წარმოჩენილი იყო, როგორც უწყვეტი
კავშირი და მყარი ხიდი აფხაზეთთან. გამოსვლებისას მომხსენებლებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს
ხაზი იმ საერთო ღირებულებებს, რომლებიც ქართველ და აფხაზ ხალხებს აერთიანებთ.
კონფერენციაზე
სიტყვით გამოვიდნენ: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის
თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ამავე კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია,
აგრეთვე შემფასებელი კომისიის წევრები: აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს
სპეციალისტი ბესარიონ ოდიშარია, უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი ალფენიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და
პროტოკოლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ვახტანგ ჭანია.
კონფერენციას
ესწრებოდნენ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია,
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თეიმურაზ მჟავია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ
მებონია და აპარატის თანამშრომლები.
კონფერენციის დასასრულს, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ, პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მონაწილეებს მადლობა
გადაუხადა. მან ძალიან მაღალი შეფასება მისცა თითოეულ გამომსვლელსა და მათ მიერ გაწეულ
შრომას. სიტყვით გამოსვლისას, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ასევე შეეხო სკოლის ბიბლიოთეკებში
აფხაზეთის კუთხეების მოწყობის ინიციატივას და აღნიშნა, რომ მსგავსი სივრცეების შექმნა
მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს რეგიონის შესახებ ცოდნის გაღრმავებასა და ისტორიული მეხსიერების
პოპულარიზაციას. ბატონმა თავმჯდომარემ კონფერენციაში ჩართული პედაგოგები და სკოლის
მოსწავლეები უმაღლესი საბჭოს წარმატებისა და მადლობის სიგელებით დააჯილდოვა. გარდა
ამისა, ახალგაზრდა მომხსენებლებსა და მასწავლებლებს სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრებიც
გადაეცათ.
სამეცნიერო-პრაქტიკულ
კონფერენციაში "აფხაზეთი საქართველოა" მონაწილეობისთვის, აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმატებულის და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ:
ელენე შალამბერიძე - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ კვალითის საჯარო
სკოლის X კლასის მოსწავლე.
ელენე გეთია - ევროპული სკოლის IX კლასის მოსწავლე.
ანასტასია ბალანჩივაძე
- საქართველოს
საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის თბილისის სკოლის VIII კლასის მოსწავლე.
მარიამ ჯინჭარაძე - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის
თბილისის სკოლის VIII კლასის მოსწავლე.
ნიკოლოზ ნადარაია - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ილია მართლის
სახელობის თბილისის სკოლის VIII კლასის მოსწავლე.
ლიზი დედაოღლი - წალკის N2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე.
ოკუპირებული ტერიტორიის
წარმომადგენელი.
ცირა გულუა - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის საჯარო
სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.
ინგა ხარჩილავა - ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო
სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი.
ლეილა ვარამაშვილი - სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლის
სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
ნანა ელერდაშვილი - საქართველოს საპატრიარქოს წმ. ილია მართლის სახელობის
თბილისის სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების პედაგოგი.
ლეილა წიკლაური - წალკის N2 საჯარო სკოლის პედაგოგი.