მიმდინარე წლის 1 მაისს ქ. ფოთში, აკაკი ჩხენკელის სახელობის
აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლაში პრაქტიკული
კონფერენციის - „აფხაზეთი საქართველოა“ მეორე ეტაპი გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობდნენ აკაკი ჩხენკელის სახელობის
აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლა, ილია
ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლა, ქ. ზუგდიდში მდებარე აფხაზეთის მე-12
საჯარო სკოლა, გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის მე-7 საჯარო სკოლა, აბაშის მუნიციპალიტეტის
სოფ. საგვაზაოს საჯარო სკოლა.
მოხსენებებით წარსდგნენ უფროსკლასელები
და მათი პედაგოგები, მოსმენილ იქნა 9 მოხსენება.
მომხსენებლებმა ყურადღება გაამახვილეს აფხაზეთის კონფლიქტის ისტორიულ, კულტურულ და სამართლებრივ ასპექტებზე, დეტალურად გაანალიზეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილი
ვითარება.
კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ
ჯემალ გამახარიამ. მან ყურადღება
გაამახვილა საქართველოს საჯარო სკოლებში
აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციის
აუცილებლობაზე, მსგავს აქტივობებში ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე.
კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ვახტანგ ყოლბაია, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის
თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ზურაბ ჯგუბურია, აკაკი ჩხენკელის სახელობის
აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლის დირექტორი ოთარ აძინბაია; შემფასებელი კომისიის წევრები: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის
თანაშემწე გიორგი ალფენიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების
მთავარი სპეციალისტი ვახტანგ ჭანია, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს
სპეციალისტი ბესიკ ოდიშარია.
კონფერენციას უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ოკუპირებული
ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის
უფროსი ნანა კვარაცხელია.
ღონისძიების დასასრულს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ
და დეპუტატებმა კონფერენციაში მონაწილე
პედაგოგები და უფროსკლასელები უმაღლესი საბჭოს წარმატებულის და მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს, გადასცეს
სამახსოვრო საჩუქრები.
კონფერენციის დასრულების შემდეგ, აფხაზეთის უმაღლესი
საბჭოს დეპუტაცია, აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და
დამსწრე საზოგადოებრიობა, აფხაზეთის მკვიდრის, მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის ზურაბ
ანჩაბაძის სახელობის აფხაზეთის ისტორიის კაბინეტის გახსნას დაეწრნენ. კაბინეტის მუშაობის
პრიორიტეტული მიმართულება აფხაზებსა და ქართველებს შორის ნდობის აღდგენისა და მშვიდობის
მშენებლობის ხელშეწყობა იქნება.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
სიგელებით დაჯილდოვდნენ:
ნინო ლიპარტია - გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის
მე-7 საჯარო სკოლა - წარმატებულის სიგელით
ნატალი ქობალია - ილია ვეკუას სახელობის აფხაზეთის მე-11
საჯარო სკოლა - წარმატებულის სიგელით
ანანო ბაღათურია - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზაოს
საჯარო სკოლა - წარმატებულის სიგელით
ილია ბულია - აფხაზეთის მე-11 საჯარო სკოლის პედაგოგი
- წარმატებულისა და მადლობის სიგელებით
მაკა ბულუხია - გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის
მე-7 სკოლის პედაგოგი - წარმატებულის სიგელით
თამარ კვარაცხელია - აფხაზეთის მე-12 საჯარო სკოლის
პედაგოგი - წარმატებულის სიგელით
ნანა დონდოლაძე - გიორგი ჭყონდიდელის სახელობის ფოთის
მე-7 საჯარო სკოლის პედაგოგი - მადლობის სიგელით
შორენა კუჭუხიძე - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ საგვაზაოს
საჯარო სკოლის პედაგოგი - მადლობის სიგელით
ოთარ აძინბაია - აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის
21-ე საჯარო სკოლის დირექტორი - მადლობის სიგელით
ლანა ჯოლოგუა - აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლის დირექტორის მოადგილე - საპატიო სიგელით