უმაღლესი საბჭოს წევრები აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ
29
აპრილს საქართველოს მხატვართა კავშირის საგამოფენო დარბაზში აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის ორგანიზებით აფხაზეთიდან დევნილი მხატვრების
გამოფენა “აფხაზური გამოფენა” მოეწყო.
გამოფენაზე
წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი მხატვრული მიმართულებები, მათ შორის აბსტრაქცია, გრაფიკა,
ფერწერა, გამოყენებითი ხელოვნება და ქანდაკება. ექსპოზიცია ასახავდა თანამედროვე ხელოვნების
განსხვავებულ ხედვებსა და გამომსახველობით ფორმებს.
ასევე
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო უმაღლესი საბჭოს საერთაშორისო კავშირების, განათლებისა
და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, მხატვარი ნუგზარ მგალობლიშვილის კომპოზიცია.
დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის მხატვართა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე
გურამ ცერცვაძემ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა გიორგი ძაძამიამ, უმაღლესი
საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ,
აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, მხატვარმა ჯემალ
ბასარიამ.
გამოფენას
ასევე ესწრებოდნენ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა, დეპუტატი თემურ მჟავია, აფხაზეთის განათლებისა
და კულტურის მინისტრის მოადგილე სალომე კაპანაძე, ქართველი მხატვრები, განათლებისა
და კულტურის სამინისტრო წარმომადგენლები და
დევნილი საზოგადოების წევრები.