29
აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია
უძღვებოდა.
კომიტეტის
წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: 1993 წლის 27 სექტემბრამდე აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის ტერიტორიაზე დასაქმებულ პირთა შრომითი სტაჟის დადგენის წესის კომისიის
მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ.
ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მინისტრის 2025 წლის
19 ნოემბრის ბრძანებით შეიქმნა აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთათვის
1993 წლამდე არსებული შრომითი სტაჟის დადგენის პროცედურის გასამარტივებელად სამუშაო
ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის ამოცანა იყო აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან დევნილთათვის
1993 წლამდე არსებული შრომითი სტაჟის დადგენის პროცედურების გასამარტივებლად წინადადებების
შემუშავება და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისთვის წარდგენა.
კომიტეტის წევრებმა მოისმინეს და ერთხმად
დაუჭირეს მხარი სტაჟის დადგენის პროცესში კონსულტაციების გაწევის საკითხს და დაეთანხმნენ კომისიის
გადაწყვეტილებას.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები ანზორ წოწონავა, მურმან კვარაცხელია, თემურ მჟავია.