მიმდინარე წლის 22-23 იანვარს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვ. ყოლბაია იმყოფებოდა ქ. ქუთაისში, ბათუმსა და სამეგრელოს რეგიონში. ადგილზე ყოფნის დროს ის შეხვდა აფხაზეთის ა/რ დევნილთა სამინისტროს წარმომადგენლობებს ქუთაისსა და ზუგდიდში. განხილულ იქნა დევნილთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის საკითხებში ადგილობრივი წარმომადგენლობების მოსაზრებები. გაიმართა შეხვედრა წალენჯიხის მინიციპალიტეტის მერს გ. საჯაიასა და საკრებულოს თავმჯდომარე ც. შონიასთან. ასევეწალენჯიხის უხუცესთა საბჭოს წევრებთან ბატონ შ. ლატარიას ხელმძღვანელობით. განხილულ იქნა როგორც დევნილთა , ისე  სხვა საკითხებიც. 

აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს დავალებით ქ. ქუთაისში ყოფნისას ბატონმა ვ. ყოლბაიამ საზოგადოებროვ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობისათვის ქალბატონ ნანული რამიშვილს აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი გადასცა. ხოლო ქ. ზუგდიდში  გალის რაიონის ერთ-ერთი გამორჩეული მოღვაწის ქალბატონი ლეილა ფრუიძის საპატიო სიგელი გადაეცა მის ახლობელს შ. ფრუიძეს.

 

 

 

 

გალერეა

სხვა სიახლეები