მიმდინარე წლის 22 ივნისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას
კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.
კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული
საკითხი განიხილეს: ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების
ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2027–2030 წლების
პრიორიტეტების დოკუმენტი).
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით აზრი გამოთქვეს ვახტანგ
ყოლბაიამ და ანზორ წოწონავამ, რომლებმაც წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით მცირე
შენიშვნები დააფიქსირეს.
კომიტეტის თავმჯდომარემ წამოაყენა წინადადება „აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროების ძირითადი მიმართულებების შესახებ“ (აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის 2027–2030 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი) ინფორმაციის ცნობად
მიღების თაობაზე. კომიტეტის წევრებმა ვახტანგ ყოლბაიას მიერ წამოყენებულ წინადადებას
მხარი ერთხმად დაუჭირეს.
სხდომას ესწრებოდნენ კომიტეტის წევრები: ანზორ წოწონავა,
ხოლო დისტანციურ რეჟიმში — ნაპოლეონ მესხია, ბორის კაკუბავა და მურმან კვარაცხელია.