იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით დევნილების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო დონეზე მომზადების მიზნით სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე “დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის წესში'' და სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილების შეტანისა და ინიცირების საკითხები განიხილეს. გამოითქვა შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები.
შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის მოადგილე იგორ კოპალიანი, სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი თემურ
წურწუმია ესწრებოდნენ.