დევნილთა კომპაქტური განსახლების საცხოვრებლებში მყოფი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შემსუბუქების მიზნით, მ/წ 7 აპრილს წინასააღდგომო ჰუმანიტარული აქცია განხორციელდა. 

სასურსათო პროდუქტები აფხაზეთიდან 15 დევნილ ოჯახს გადაეცა, რომლებიც ზესტაფონში არიან განსახლებული. 

სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ გადასცა. 

დევნილებთან შეხვედრის დროს მიმდინარეობდა მსჯელობა ზემოაღნიშნული ოჯახების წინაშე არსებულ პრობლემებზე. ვახტან ყოლბაიას განცხადებით, შესაძლებლობის ფარგლებში, ვცდილობთ და მომავალშიც ვეცდებით ამ ადამიანებს ცხოვრების გაუმჯობესებაში დავეხმაროთ. 

აგრეთვე 5 სასაჩუქრე ამანათი გადაეცათ ზუგდიდში მცხოვრებ 5 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს. 

აფხაზეთის დევნილთა და უმაღლესი საბჭოს მოწვეეული სპეციალისტრის კონსტანტინე კუჭუხიძის ინიციატივით სასაჩუქრე ამანათი 5 სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს გადაეცა. 

აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა. 

აქციაში მონაწილეობა მიიღეს  აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა კონსტანტინე ბასარიამ, საქართველოს პროფესიონალ ქალთა ასოციაცია „100 ქართველი ქალის“ ზესტაფონის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ციალა ნებიერიძემ და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის განყოფილების უფროსმა მზია კვინიკაძემ.

გალერეა