მიმდინარე წლის 20 იანვარს, აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარემ
ვახტანგ ყოლბაიამ მონაწილეობა მიიღო გადაცემაში - „სპორტული მიმოხილვა.
მან ვრცლად ისაუბრა ვრცლად ოთარ ზუხბაიას
(1940-1995წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ.
მისი თქმით, ოთარ ზუხბაი იყო წარმატებული
სპორტსმენი, 1950-იანი წლების ბოლოს (შუბის ტყორცნა, ბირთვის კვრა და ბადროს ტყორცნა),
პრინციპული და საქმიანი სახელმწიფო მოღვაწე.
აფხაზეთის ა/რ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1987-1989წწ, საქართველოს მინისტრთა საბჭოს საგანგებო სიტუაციების განყოფილების გამგე (1989-1991წწ.), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მოადგილე (1991-1995წწ.). ოთარ ზუხბაია არჩეული იყო გალიდან და სიცოცხლის ბოლომდე იყო აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.