აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: “ უმაღლესი საბჭოს წევრების: ჯემალ გამახარიას, თამაზ ხუბუას, ადა მარშანიას, რაისა ქარაიას, ნუგზარ მგალობლიშვილის, თეიმურაზ მჟავიას, ვახტანგ ყოლბაიას, ზურაბ ჯგუბურიას, ანზორ წოწონავას და მურმან კვარაცხელიას მიერ წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის ხელმოწერების ნადვილობის შემოწმების თაობაზე იურიდიულ დასაპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა”.

ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის მიერ რეგლამენტით დადგენილ ვადაში მოხდა ხელმოწერების ნამდვილობის დადგენა. მანკენჭისყრაზე დააყენა იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნა უმაღლესი საბჭოს წევრების: ჯემალ გამახარიას, თამაზ ხუბუას, ადა მარშანიას, რაისა ქარაიას, ნუგზარ მგალობლიშვილის, თეიმურაზ მჟავიას, ვახტანგ ყოლბაიას, ზურაბ ჯგუბურიას, ანზორ წოწონავას და მურმან კვარაცხელიას მიერ წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის ხელმოწერებისნადვილობის დადასტურების თაობაზე.

კომიტეტის წევრებმა მოისმინეს და ერთხმად დაუჭირეს მხარი უმაღლესი საბჭოს წევრების: ჯემალ გამახარიას, თამაზ ხუბუას, ადა მარშანიას, რაისა ქარაიას, ნუგზარ მგალობლიშვილის, თეიმურაზ მჟავიას, ვახტანგ ყოლბაიას, ზურაბ ჯგუბურიას, ანზორ წოწონავას და მურმან კვარაცხელიას მიერ წარმოდგენილი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის ხელმოწერების ნადვილობის შემოწმების თაობაზე იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის დასკვნას.

 

გალერეა