28 აპრილს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ მშენებელ-ინჟინერ გურამ კაკულიას უმასპინძლა.

ჯემალ გამახარიამ ისაუბრა მის პროფესიულ მიღწევებზე, მადლობა გადაუხადა გაწეული ღვაწლისთვის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელ სტრუქტურებში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მუშაობისთვის, დ.ჯაიანის სახელობის დარბაზის რეკონსტრუქციის საქმეში შეტანილი წვლილისთვის, გურამ კაკულია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელით დააჯილდოვა.

დაჯილდოებულს მიულოცეს და მიდ პროფესიულ და საზოგადოებრივ მოღვაწეობაზე ისაუბრეს უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილმა, დეპუტატმა თემურ მჟავიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ.

გალერეა