მიმდინარე წლის 23 აპრილს, "აფხაზეთის კვირეულის" ფარგლებში, თბილისის 103-ე საჯარო სკოლაში შემოქმედებითი საღამო გაიმართა. ღონისძიება სკოლის ადმინისტრაციის და პირადად დირექტორის არჩილ ჩხაიძის ინიციატივით განხორციელდა.

შემოქმედებით საღამოს ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ისანი-სამგორის რაიონის გამგებელი აკაკი ხლაბუსტოვი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დევნილებთან, ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია, საქართველოს პედაგოგთა საზოგადოების თავმჯდომარე ინგა ხარჩილავა, ისანი-სამგორის რაიონის ავლაბრის მეტრომშენის საუბნო განყოფილების უფროსი ლაშა გოგუა, საქართველოს განათლების, მეცნირებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენლები, თბილისის 103-ე საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.  

ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა პანო, რომელზეც წარმოდგენილი იყო აფხაზეთის ელემენტები, სტუმრებმა აგრეთვე დაათვალიერეს სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ნახატები. ქართულ ხალხურ საკრავებზე შესრულდა მუსიკალური ნომრები აფხაზეთის თემატიკაზე.   

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ მიმართა. მან აღნიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია მსგავსი ღონისძიებების გამართვა, განსაკუთრებით კი მომავალი თაობის მონაწილეობით. ჯემალ გამახარიამ გამოთქვა იმედი, რომ ახალგაზრდა თაობა საქართველოს უახლესი ისტორიის ფურცლებს დიდი ინტერესით გაეცნობა, რაც მისი ღირებულებისა და მნიშვნელობის გააზრების საშუალებას მისცემს მათ. უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ღონისძიების ორგანიზატორებს და დამსწრე საზოგადოებრიობას ლამაზი საღამოსთვის მადლობა გადაუხადა და უსურვა წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.

   

 

გალერეა

სხვა სიახლეები