„აფხაზეთი საქართველოა“ - სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია 2026 წლის 24 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართება.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარსდგებიან უფროსკლასელები და მათი პედაგოგები თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.

კონფერენციის მიზანია აფხაზეთის თემატიკის გაძლიერება საქართველოს საჯარო სკოლებში.

 

კონფერენცია ტარდება სამ ეტაპად:

  

1) 24 აპრილი, ქ. თბილისი, 13.00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის სხდომათა დარბაზი. (გახსნა)

2) 1 მაისი ქ. ფოთი, 13.00 საათზე, აკაკი ჩხენკელის სახელობის აფხაზეთის 21-ე საჯარო სკოლა. 

3) 8 მაისი ქ. თბილისი, 13.00 საათზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის სხდომათა დარბაზი.

უფროსკლასელებს, მათ პედაგოგებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს, მიეცემათ შესაძლებლობა წარმოადგინონ თავისი ნაშრომები და მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.

კონფერენცია ტარდება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით     

სხვა სიახლეები