14 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში იაკობ გოგებაშვილის “დედა ენის” 150 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო სამეცნიერო კონფერენცია გაიხსნა.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და იაკობ გოგებაშვილის დამსახურებასა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესოპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ,  სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა თეა ჯუღელმა,  ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დავით ჯალაღონიამ, ასოცირებულმა პროფესორმა რომეო გალდავამ, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ფილოლოგიის დოქტორმა მარინა ტურავამ, განათლებიზ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა თამარ შინჯიაშვილმა, სამეცნიერო კვლევებისა და განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, ისტორიის დოქტორმა ლია ახალაძემ.

კონფერენციაში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, საქართველოს ეროვნული

ბიბლიოთეკის, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის და პარიზის მერვეს უნივერსიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კონფერენციის გახსნას ღონისძიებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი და სტუდენტები ესწრებოდნენ.




გალერეა

სხვა სიახლეები