მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომა ქრისტიანული სამყაროსთვის ნეტარების, იმედისა და სიყვარულის სიმბოლოა.

ეს დღე გვახსენებს მარადიულ ღირებულებებს — სიკეთის ბოროტებაზე და სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებას. აღდგომა თითოეულ ჩვენგანს გვაძლევს ძალასა და რწმენას, რომ შევინარჩუნოთ სულიერი სიმტკიცე, თანადგომა, ერთმანეთის პატივისცემა და სიყვარული.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სახელით ვულოცავ მაცხოვრის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სრულიად საქართველოს, აფხაზეთიდან დევნილ და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ თანამოქალაქეებს. გისურვებთ  ჯანმრთელობას, კეთილდღეობასა და სულიერ სიმშვიდეს. 

 
პატივისცემით,


აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე

ჯემალ გამახარია

სხვა სიახლეები