27 აპრილს ვალერი არქანიას სახელობის არტ-გალერეაში აფხაზეთიდან დევნილი, სპორტის სხვადასხვა სახეობაში წარმატებული სპორტსმენების ვიქტორ სანეევისა და ვიტალი დარასელიას სახელობითი სტიპემდიებით დიჯოლდოება გაიმართა.

 

ღონისძიების ფარგლებში, სახელოვანი მძლეოსნის, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ვიქტორ სანეევის სტიპენდიით 12 სპორტსმენი, ხოლო გამოჩენილი ფეხბურთელის ვიტალი დარასელიას სტიპენდიით 7 სპორტსმენი დაჯილდოვდა.

ვიქტორ სანეევის სტიპენდია მიენიჭათ: ლუკა ბერულავას - ფიგურული ციგურაობა; დუგლას დგებუაძეს - მკლავჭიდი; ქეთი რობაქიძეს - ძიუდო; მარიამ მარშავას - ტყვიის სროლა; გიორგი მუმლაძეს - ტყვიის სროლა; ელენე კურდღელიას - ძიუდო; ნონა კვარაცხელიას - ძიუდო; ალექსი თოდუას - თავისუფალი ჭიდაობა; გიორგი მალანიას - კიკბოქსინგი; მარიამ მურღვლიანის - ძალოსნობა; ნათია გადელიას - ძალოსნობა; გურამ ვეკუას - ძალოსნობა.

ვიტალი დარასელიას სტიპენდიატები გახდნენ: ელენე კირთაძე-ბატუტზე ხტომა; ანდრია წურწუმია - (ძიუდო; თინათინ გულბანი - ძიუდო; გიორგიტორუა - მკლავჭიდი; ალექსანდრე არქანია - კარატე; ბარბარე შონია - ჭადრაკი; ანდრიაჩხარტიშვილი - მაგიდის ჩოგბურთი.

სპორტსმენებს ჯილდოები აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაიამ და აფხაზეთის მთავრობის წევრებმა გადასცეს. 

ღონისძიებაზე მიწვეულმა სტუმრებმა ვიქტორ სანეევისა და ვიტალი დარასელიას შთამბეჭდავი მოღვაწეობა გაიხსენეს და ქართული სპორტის განვითარებაში მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის სპორტის კომიტეტის წევრი, ოლიმპიური ჩემპიონი გენო პეტრიაშვილი, სპორტის სფეროს წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ვიქტორ სანეევისა და ვიტალი დარასელიას სახელობითი სტიპენდიები ყოველწლიურად ენიჭებათ საკონკურსო წლის და წინა სპორტული სეზონის განმავლობაში დადასტურებული მიღწევების მქონე აფხაზეთიდან დევნილ, როგორც ოლიმპიური, ასევე არაოლიმპიური სპორტის სახეობის სპორტსმენებს.

 

გალერეა

სხვა სიახლეები