27
აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის
85 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი გაიხსნა.
ღონისძიებას
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი თეა ჯუღელი უძღვებოდა.
დამსწრე
საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, აფხაზეთის განათლებისა და კულტურის მინისტრმა
გიორგი ძაძამიამ, აკადემიკოსმა ლია მელიქიშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა,
მკვლევარმა, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა ზურაბ ლომთიძემ.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს თავმჯდომარემ, ისტორიის დოქტორმა ჯემალ გამახარიამ წარადგინა მოხსენება
- “წმინდა აღმსარებელი ამბროსის (ხელაია) შეხედულებები აფხაზეთის ისტორიის საკითხებზე”.
კონფერენციის მუშაობაში ქართული და ევროპული
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
მომხსენებლებს სერთიფიკატები უმაღლესი საბჭოს
თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ გადასცა.
ფორუმის გახსნას ქართველი მეცნიერები, მკვლევარები, აკადემიკოსები, სტუდენტები და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიისა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდენდენ.