24 აპრილს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს აკაკი ჩხენკელის სახელობის სხდომათა დარბაზში, სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის — „აფხაზეთი საქართველოა“ პირველი ეტაპი გაიმართა.

ღონისძიება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა და მისი მთავარი მიზანი საქართველოს საჯარო სკოლებში აფხაზეთის თემატიკის პოპულარიზაციაა.

მისასალმებელ სიტყვაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ჯემალ გამახარიამ ხაზი გაუსვა ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობას. მან აღნიშნა, რომ პროექტის მიზანი სწორედ უფროსკლასელების მოსაზრებების მოსმენაა აფხაზეთის ისტორიისა და დღევანდელი რეალობის შესახებ. სწორედ ამ ინტერესმა განაპირობა ამ პროექტის შექმნა, რომელიც წარმატებით გაითავისეს საქართველოს საჯარო სკოლებმა.

უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული კმაყოფილებით აღნიშნა ის ფაქტი, რომ კონფერენციაში აფხაზეთიდან დევნილებთან ერთად, აქტიურად მონაწილეობენ მოსწავლეები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, რაც პროექტს კიდევ უფრო დიდ და ეროვნულ მნიშვნელობას სძენს.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ ქ.ქუთაისში მდებარე აფხაზეთის №5 საჯარო სკოლის, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საშუალო სკოლისა და ქ.გორის ზაზა ბირთველიშვილის სახელობის №7 საჯარო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები.

კონფერენციაზე მოხსენებებით წარდგნენ უფროსკლასელები და მათი პედაგოგები ქუთაისიდან და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. სულ მოსმენილ იქნა 21 მოხსენება, რომლებიც აფხაზეთის პრობლემის ისტორიულ, კულტურულ და სამართლებრივ ასპექტებს შეეხებოდა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეებსა და დაინტერესებულ პირებს მიეცათ შესაძლებლობა, მიეღოთ ამომწურავი ინფორმაცია მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდნენ: აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა; ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი ელისო პაჭკორია; შემფასებელი კომისიის წევრები: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის თანაშემწე გიორგი ალფენიძე და საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების მთავარი სპეციალისტი ვახტანგ ჭანიააფხაზეთის განათლებისა და კულტურის სამინისტროს სპეციალისტი ბესარიონ ოდიშარია.

გამომსვლელებმა მადლობა გადაუხადეს სკოლების პედაგოგებსა და მოსწავლეებს გაწეული შრომისთვის, ხაზი გაუსვეს სკოლებში მსგავსი აკადემიური დისკუსიების მნიშვნელობას და აღნიშნეს, რომ ახალგაზრდების ჩართულობა ქვეყნის დეოკუპაციისა და გამთლიანების პოლიტიკის განხორციელებაში უაღრესად მნიშვნელოვანია.

კონფერენციას უძღვებოდა აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს ოკუპირებული ტერიტორიის მოსახლეობასთან ურთიერთობისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახურის უფროსი ნანა კვარაცხელია.

კონფერენციას ესწრებოდნენ აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ნუგზარ მგალობლიშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის და აფხაზეთში კონფლიქტის დარეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ადა მარშანია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თეიმურაზ მჟავია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია და აპარატის თანამშრომლები.

ღონისძიების დასასრულს ჯემალ გამახარიამ და თამაზ ხუბუამ კონფერენციაში მონაწილე პედაგოგები და სკოლის მოსწავლეები უმაღლესი საბჭოს წარმატებულის და მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს, ასევე გადასცეს სამახსოვრო საჩუქრები.


პრაქტიკულ კონფერენციაში "აფხაზეთი საქართველოა" მონაწილეობისთვის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წარმატებულის და მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ:


მარიამ გარსენიშვილი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე. 

ლიზი თარაშვილი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის  საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე. 

დავით იონანიძე - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე. 

გიორგი გიორბელიძე - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე. 

მარიამ კახიძე - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე. 

მარი ჩიტაია - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე. 

ელენე კვიციანი - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე. 

ლუკა ჯოლია - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლე. 

დემეტრე დევიძე - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე. 

დანიელი ჩიტაია - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე. 

ბარბარე ტყაბლაძე - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე. 

ნატა მოციქულაშვილი - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე. 

ქრისტი ყაჭაშვილი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის მოსწავლე. 

ნინი ბრეგაძე - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე. 

მარიამ ელბაქიძე - ზაზა ბირთველიშვილის სახელობის ქ. გორის N7 საჯარო სკოლის მოსწავლე. 

ფოთოლა ბენდელიანი - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი. 

თეა კუხიანიძე - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი. 

ლანა ეხვაია - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის ინგლისური ენის პედაგოგი. 

ნათია თევდორაძე - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი.

ლიზი ჩაკვეტაძე - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლე. 

მართა მინდიაშვილი - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის VIII კლასის მოსწავლე. 

აკაკი გერაძე - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის VII კლასის მოსწავლე. 

ელისაბედ შიუკაშვილი - დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანის საჯარო სკოლის პედაგოგი. 

ლელა ფრუიძე - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი. 

ქეთევან თუთისანი - აფხაზეთის N5 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგი.

 

გალერეა