სასურსათო პროდუქტები უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა ნანა კვარაცხელიამ, მარიამ ინალიშვილმა, ზურა კობახიძემ და გიგა შელიამ გადასცეს.
უმაღლესი საბჭოს წარმოამდგენლებმა დამდეგი აღდგომა მიულოცეს დევნილ ოჯახებს, მხნეობა და მშობლიურ კუთხეში მალე დაბრუნება უსურვეს.
დევნილებთან შეხვედრების დროს მიმდინარეობდა მსჯელობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან თანამშრომლობით ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.
გარდა ამისა, მიმდინარე წლის 6-7 აპრილს ჰუმანიტარული დახმარება დედაქალაქში მცხოვრებ 230 აფხაზეთიდან დევნილ ოჯახს გადაეცა.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო-სვანეთის რეგიონების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ნათია კოპალიანი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო - ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კონსტანტინე ბასარია, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ელდარ თოდუა, მარტვილის მერის მოადგილე ნანა ბირკაია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯანო პერტაია, ჩხოროწყუს მერის მოადგილე თამარ ქობალია.
აქცია უმაღლეს
საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.