9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. საქართველოს
დომოუკიდებლობის მოთხოვნით დაწყებული აქცია 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა კავშირის შეიარაღებული
ძალების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევით დასრულდა. 21 ადამიანი დაიღუპა.
ასობით ადამიანი დაშავდა და დასახიჩრდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი
საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა ჯემალ გამახარიამ, თამაზ ხუბუამ, ნუგზარ
მგალობლიშვილმა, ვახტანგ ყოლბაიამ, აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ
მარგიანმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ, აპარატის წევრებმა პატივი
მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და 9 აპრილის მოვლენების დროს დაღუპულთა მემორიალი ყვავილების
გვირგვინით შეამკეს.