3
მაისს სასტუმრო “ბილტმორში” აფხაზეთის მეომართა კავშირის რიგგარეშე კონფერენცია გაიმართა.
ღონისძიების
ფარგლებში, მეომართა კავშირის ისტორიის შესახებ,
კავშირის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ მომზადებული ფილმის ჩვენება
გაიმართა.
დამსწრე
საზოგადოებას სიტყვით მიმართეს აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ,
იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ, მეომართა კავშირის თავმჯდომარე
ანზორ მარგიანმა, ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, დირექტორის
მოადგილემ, მეომართა კავშირის გამგეობის წევრმა ჯანდრი უბირიამ, მეომართა კავშირის მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან
ქეცბაიამ.
ასევე
გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. დაჯილდოებულებს სიგელები და სიმბოლური საჩუქრები ანზორ
მარგიანმა და ლევან ქეცბაიამ გადასცეს.
აფხაზეთის
მეომართა კავშირის მხარდაჭერისათვის სიგელებითა და მედლებით დაჯილდოვდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ვახტანგ ყოლბაია, ზურაბ ჯგუბურია, ეთერ ასტემიროვა და რაისა
ქარაია.
ღონისძიებას
უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელი პირები და წევრები: თამაზ ხუბუა, ნუგზარ მგალობლიშვილი,
ვახტანგ ყოლბაია, ადა მარშანია, ზურაბ ჯგუბურია,
თემურ მჟავია, ეთერ ასტემიროვა, გია გვაზავა როსტომ შამუგია, საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მოადგილე
გიორგი დგებუაძე, აფხაზეთის მთავრობის წევრები, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ
მებონია, აფხაზეთის მეომართა კავშირის წევრები და დევნილი საზოგადოების წარმომადგენლები
ესწრებოდნენ.