3 მარტი - ულამაზესი დღეა - საქართველოში დედის დღე აღინიშნება. უდიდესია დედების როლი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და თანამედროვე ცხოვრებაში. იშვიათად რომელიმე ერს ჰყავდეს იმდენი გმირი და წმინდანი დედა, რამდენიც გვყავს ქართველებს. ამ შემთხვევაში მარტო ჩვენი მთავარი მფარველის - დედა ღთისმშობელის ხსენებაც საკმარისია.
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია მდინარე ენგურს გაღმა-გამოღმა მცხოვრებ ყველა დედას და ქალბატონს, განსაკუთრებით კი, საქართველოს ერთიანობისათვის თავდადებული გმირი შვილების აღმზრდელებს, გილოცავთ დედის დღეს.
გისურვებთ ჯანმრთელობას, წარმატებებს, ბევრ სიხარულს, კეთილდღეობას და ბედნიერებას ოჯახში. გფარავდეთ დედა ღვთისმშობელი.