მიმდინარე წლის 28 თებერვალს აფხაზეთის
უმაღლესი საბჭოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო
კომისიის პირველი სხდომა ჩატარდა. სხდომას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე,
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა უძღვებოდა.
სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ უმაღლესი
საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია, ფრაქცია
”მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის" თავმჯდომარე ანზორ წოწონავა,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვეფხვია გვარამია, საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თემურ მჟავია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ
მებონია, აპარატის პასუხისმგებელი მუშაკები.
სხდომაზე აღინიშნა, რომ ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პროცედურა, რეგლამენტის სრული დაცვით წარიმართება. ამასთან, კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ ხუბუამ ხაზი გაუსვა კანონპროექტის განხილვაში საზოგადოების ფართო წრის, ასევე სამოქალაქო საზოგადოების და სხვადასხვა სტატუსის მქონე დაინტერესებულ პირთა ჩართულობის აუცილებლობას.
კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება კანონპროექტის
განხილვის გრაფიკთან და ადგილთან დაკავშირებით.
აღინიშნა, რომ კომისია სისტემატურად გაასაჯაროვებს განხილვის პროცესში გამოთქმულ მოსაზრებებს და წინადადებებს.