26 თებერვალს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და პლენარული სხდომები გაიმართა. სხდომებს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
სხდომის დასაწყისში ჯემალ გამახარიამ კოლეგებს
აცნობა უმაღლესი საბჭოს დეპუტატის თეიმურაზ კალანდიას გარდაცვალების შესახებ და სთხოვა,
წუთიერი დუმილით პატივი მიეგოთ მისი ხსოვნისთვის.
დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული რამდენიმე
საკითხი განიხილეს.
„აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის
განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ.
საკითხის განხილვის შემდეგ პრეზიდიუმის წევრებმა
მხარი დაუჭირეს აღნიშნული კანონის პროექტის განხილვის პროცედურის დაწყებას.
პლენარულ სხდომაზე განიხილეს საკითხი „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში
ცვლილებების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის
პროექტის გამოქვეყნებისა და საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის
შექმნის შესახებ.
ჯემალ გამახარიამ კოლეგებს გააცნო ამ საკითხთან
დაკავშირებით არსებული დადგენილების პროექტი.
მან აღნიშნა, რომ საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის წევრების
შემადგენლობა თითქმის იგივეა, რაც წინა მსგავსი განხილვის დროს იყო. კომისიას უხელმძღვანელებს
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამაზ ხუბუა. მაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ
ისაუბრა აღნიშნული კანონის პროექტით გათვალისწინებულ ცვლილებაზე, რომელიც საგაზაფხულო და საშემოდგომო სასესიო პერიოდების
გახსნის დღის დაზუსტებას უკავშირდება. დღეს არსებული მდგომარეობით ეს დღე ემთხვევა
საქართველოს პარლამენტში სესიის გახსნის დღეს, აღნიშნული ცვლილება მიმართულია იქითკენ,
რომ ასეთი დამთხვევა არ იყოს და საგაზაფხულო სასესიო პერიოდი გაიხსნას ორი კვირით გვიან,
ხოლო საშემოდგომო - ერთი კვირით გვიან, რაც ასევე ხელს შეუწყობს გარკვეული საკითხების
უკეთ მომზადებას. პლენარულმა სხდომამ დაამტკიცა საორგანიზაციო კომისიის შემდეგი შემადგენლობა:
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე
ვახტანგ ყოლბაია, უმაღლესი საბჭოს წევრები თეიმურაზ მჟავია, ანზორ წოწონავა, ზურაბ
ჯგუბურია, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსი ზურაბ მებონია, სამართლის დოქტორი, სოხუმის
სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვეფხვია გვარამია, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ
და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი თამაზ სანიკიძე.
აზრთა ურთიერთგაცვლის შემდეგ უმაღლესი საბჭოს
წევრებმა კენჭისყრით ერთხმად მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ დადგენილების პროექტს.
სხდომა ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტი
საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის შესახებ