2 მარტს საქართველოს
ეროვნულ გმირს, ქართველ პოლიტიკოსსა და ქალაქ სოხუმის მერს გურამ გაბესკირიას 78 წელი
შეუსრულდებოდა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუა, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, საერთაშორისო კავშირების, განათლებისა და კულტურის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნუგზარ მგალობლიშვილმა, დეპუტატებმა თემურ მჟავიამ, გია გვაზავამ, მთავრობის წევრებმა და ვეტერანებმა გურამ გაბესკირიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინებით შეამკეს.