21 თებერვალს, დიმიტრი გულიას 151 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ, უმაღლესი საბჭოს აპარატის უფროსმა ზურაბ მებონიამ და აპარატის წევრებმა პატივი მიაგეს დიმიტრი გულიას ხსოვნას და თბილისში მდებარე მისი ძეგლი გვირგვინით შეამკეს.