მიმდინარე წლის 22 ივლისს აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის
სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ ხუბუა.
კომიტეტის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს:
1. აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების განსაზღვრა;
2. „აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის
შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვის შედეგები;
3. ფრაქციების მიერ
კომიტეტებში წევრთა წარდგენის სისწორის შემოწმება.
დღის წესრიგით გათვალისწინებული სამივე საკითხის განხილვის
შემდეგ, კომიტეტმა ერთხმად მიიღო გადაწყვეტილებები: აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში წევრთა რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების
განსაზღვრის შესახებ გადაწყვეტილების უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომაზე დასამტკიცებლად
წარდგენის თაობაზე; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა
და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განხილვისათვის
მომზადებულად ცნობის შესახებ; ასევე იმის თაობაზე, რომ ფრაქციების მიერ კომიტეტებში
წევრთა წარდგენის პროცესი განხორციელდა რეგლამენტის მოთხოვნათა შესაბამისად.
სხდომას ესწრებოდა კომიტეტის წევრი ანზორ წოწონავა,
ხოლო დისტანციურ რეჟიმში — ბორის კაკუბავა და მურმან კვარაცხელია.
.jpeg)