მიმდინარე წლის 29 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია.

სხდომის გახსნისთანავე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ გააკეთა განცხადება ნაურუს რესპუბლიკის აღმასრულებელი ორგანოს — ნაურუს კაბინეტის — მიერ ა.წ. 21 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომლის თანახმადაც ნაურუს რესპუბლიკის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარება გაუქმდა. ბატონმა ჯემალ გამახარიამ იმედი გამოთქვა, რომ ნაურუს რესპუბლიკას მიბაძავს ის ოთხი სახელმწიფოც, რომელიც ვითომ აღიარებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას.

პრეზიდიუმის წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი განიხილეს — „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2026 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების მეორე კვარტლის შედეგების განხილვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“.

საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია პრეზიდიუმის წევრებს წარუდგინა უმაღლესი საბჭოს საფინანსო-საბიუჯეტო და სოციალ-ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ყოლბაიამ. მან აღნიშნა, რომ უმაღლესი საბჭოს კომიტეტებისა და ფრაქციების ხელმძღვანელებთან ერთობლივი მოსამზადებელი მუშაობის შედეგად განისაზღვრა განხილვების ჩატარების შესაბამისი გრაფიკი.

მისივე განცხადებით, განხილვის პროცედურის დასრულების შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას დასკვნის სახით წარედგინება შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები.

დისკუსიის შემდეგ ინფორმაცია ცნობად იქნა მიღებული.

საკითხთან დაკავშირებით მოსაზრებები გამოთქვეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ და ფრაქცია „მრგვალი მაგიდა - დიალოგი ერთიანი საქართველოსათვის“ თავმჯდომარემ ანზორ წოწონავამ.

პრეზიდიუმმა ასევე განიხილა მიმდინარე საქმიანობასთან დაკავშირებული რიგი საკითხები.

გალერეა