უმაღლესი საბჭოს წევრებმა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს
08
აგვ, 2026
8 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს
ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა: თამაზ
ხუბუამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ვახტანგ ყოლბაიამ,
თემურ მჟავიამ, მურმან კვარაცხელიამ, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, მთავრობის წევრებმა, უმაღლესი საბჭოს აპარატის
უფროსმა ზურაბ მებონიამ და აპარატის თანამშრომლებმა მუხათგვერდის ძმათა სასფლაოზე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპულ
მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს.