1992 წლის 14 აგვისტოს, აფხაზეთში შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების დღესთან დაკავშირებითაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელმა პირებმა და წევრებმა თამაზ ხუბუამ, ნუგზარ მგალობლიშვილმა, ვახტანგ ყოლბაიამ, თემურ მჟავიამ, მურმან კვარაცხელიამ, მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა კობა კობალაძემ, აფხაზეთის  მთავრობის წევრებმა, ასევე აფხაზეთის ომის ვეტერანებმა და საზოგადოებრიობის წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი ყვავილების გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.

გალერეა