მიმდინარე
წლის 22 ივლისს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და
რიგგარეშე პლენარული სხდომები გაიმართა, რომლებსაც თავმჯდომარე ჯემალ გამახარია უძღვებოდა.
სხდომის
მუშაობაში მონაწილეობდნენ აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსი გიორგი სუთიძე, მოადგილე
ნოდარ ჯალაღონია.
დეპუტატებმა
განახილეს დღის წესრიგით წარმოდგენილი რამდენიმე საკითხი: ინფორმაცია „აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის პროექტის აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე
განსახილველად მომზადებულად ცნობის შესახებ“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის
სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური
რესპუბლიკის კანონში ცვლილების შეტანის შესახებ“ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის
კანონის პროექტის შესახებ რიგგარეშე სესიის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანის
თაობაზე“; „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში წევრთა
რაოდენობისა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების განსაზღვრის შესახებ“; „ინფორმაცია
უმაღლესი საბჭოს ფრაქციების მიერ კომიტეტებში წევრთა წარდგენის სისწორის შემოწმების
შედეგების შესახებ“.
კოლეგებს
უმაღლესი საბჭოს კომიტეტების შემადგენლობაში ცვლილებებისა და პროპორციული წარმომადგენლობის
კვოტების შესახებ ინფორმაცია თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იურიდიულ და საპროცედურო
საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ წარუდგინა. ინფორმაციის მოსმენის შემდეგ
პრეზიდიუმმა ის ცნობად მიიღო.
პრეზიდიუმის
დასრულების შემდეგ გაიხსნა რიგგარეშე პლენარული სხდომა.
აფხაზეთის
ავტონომიური რესპუბლიკის კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაცია წარმოადგინეს
უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა
კომიტეტის თავმჯდომარემ თამაზ ხუბუამ და აფხაზეთის მთავრობის აპარატის უფროსმა გიორგი
სუთიძემ.
თანამომხსენებლებმა
კიდევ ერთხელ ისაუბრეს ცვლილებების შინაარსსა და მოსალოდნელ შედეგებზე. საკითხის განხილვის
შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირეს წარმოდგენილ ცვლილებას.
სხდომა ნაწილობრივ
დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.