იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ვახტანგ ყოლბაიას ხელმძღვანელობით  ვეტერანების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებული საკითხების საკანონმდებლო დონეზე მომზადების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე  საქართველოს საგადასახადო კოდექსში, ,,სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ'' საქართველოს კანონში და სხვა სოციალურ საკითხებთან დაკავშირებულ კანონებში ცვლილების შეტანის საკითხები  განიხილეს. გამოითქვა შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები. 

შეხვედრას სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სამუშაო ჯგუფის წევრები ზურაბ ფიფია და თამაზ ინალიშვილი ესწრებოდნენ.

გალერეა

სხვა სიახლეები