6 აგვისტოს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ყოლბაია.

კომიტეტის წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: „აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის პროექტის ინიციირების შესახებ.

დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებით ვახტანგ ყოლბაიამ აღნიშნა, რომ მინისტრის საათის ნორმა მოქმედი რეგლამენტიდან ამოღებულ უნდა იქნას, რადგან თავისი არსით იგივეა, რაც ინტერპელაცია, შესაბამისად მინისტრის საათის ფარგლებში განსახილველი საკითხები შეიძლება განხილულ იყოს ინტერპელაციის ფორმატში.

საკითხის განხილვის შემდეგ კენჭისყრაზე კომიტეტის წევრებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი აღნიშნული რეგლამენტის პროექტის უმაღლეს საბჭოში  ინიციირების საკითხს.

სხდომას ესწრებოდნენ იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის წევრები: ანზორ წოწონავა, ბორის კაკუბავა (დისტანციურად), ნაპოლეონ მესხია (დისტანციურად), მურმან კვარაცხელია, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ოთარ გარმელია, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტის აპარატის უფროსი თამაზ სანიკიძე, კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწე ნონა გურჩიანი, უმაღლესი საბჭოს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და პროტოკოლის განყოფილების უფროსი თენგიზ გასვიანი.

გალერეა